LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩხრეკას ადგილი არ ჰქონია“ – თსუ-ს პასუხი სტუდენტებს, ბაგების სტუდქალაქში პოლიციის შესვლაზე

188
Untitled design (6)

„მაისის სტუდენტური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პოლიცია ბაგების სტუდენტურ საცხოვრებელში შევიდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეხმიანება.

პოლიცია ბაგების სტუდენტურ საცხოვრებელში შევიდა – „მაისის სტუდენტური მოძრაობა“

„ფორტუნას“ თსუ-ში განუცხადეს, რომ ყოველწლიურად მართლწესრიგის ოფიცრები მიდიან ყველა მისამართზე, მათ შორის ბაგების სტუდქალაქშიც და ახდენენ კონკრეტულ ადგილზე მცხოვრები პირების იდენტიფიცირებას.

მათივე ცნობით, ჩხრეკას ადგილი არ ჰქონია. უნივერსიტეტში ასევე განგვიცხადეს, რომ მსგავსი ღონისძიება აქამდეც ტარდებოდა და ამას კავშირი არ აქვს 7-9 მარტს ჩატარებულ აქციებთან.

„თსუ“ გეგმავს მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარზე ოფიციალური კომენტარი გააკეთოს.

magti 5g