LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩხუბი მუსიკის ჩართვის გამო ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში – ფაქტზე გამოძიების მუხლით დაიწყო

709
chxubibatumshi

ბათუმში ერთ-ერთ რესტორანში მყოფი პირები, მუსიკის ჩართვის გამო ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, რესტორნის სტუმრების ნაწილს მუსიკის ჩართვა სურდა, ხოლო სხვა მაგიდასთან მყოფები მუსიკის ჩართვას აპროტესტებდნენ, ქვეყანაში გამოცხადებული გლოვის დღის გამო, რასაც მხარეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყებაში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g