LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩხუბის შემდეგ, იარაღით დაბრუნდა და შურისძიების მოტივით ექვს პირს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა – პროკურატურის განცხადება კიკეთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით

57
პროკურატურა

კიკეთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. მათივე ცნობით, პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

„საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 სექტემბერს, სოფელ კიკეთში, ბრალდებული, ერთ-ერთ საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, სახლის მეპატრონესთან და მასთან სტუმრად მყოფ პირებთან ჩხუბის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული დაბრუნდა და შურისძიების მოტივით ექვს პირს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, ხოლო სხვა დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ, ჩადენილი ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას) და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

54 წლის მამაკაცმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით 6 პირი დაჭრა, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა – შსს კიკეთში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

„სახლში მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა.. დაკავებულია 1 პირი“ – რას აცხადებენ შსს-ში და რას ამბობენ ადგილობრივები, ახალი დეტალები კიკეთში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე

კიკეთში სროლის შედეგად დაჭრილებიდან ერთი პირი გარდაიცვალა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g