LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიკეთში სროლის შედეგად დაჭრილებიდან ერთი პირი გარდაიცვალა – დანაშაულის ჩამდენი ერთი პირი იდენტიფიცირებულია

119
BeFunky-collage (1)

კიკეთში სროლის შედეგად დაჭრილებიდან ერთი პირი გარდაიცვალა. ამ წუთებში ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. პერიმეტრი, სადაც შემთხვევა მოხდა, საპატრულო პოლიციის ლენტით არის შემოსაზღვრული. კიკეთში რამდენიმე ადამიანი ცოტა ხნის წინ დაჭრეს, დაჭრილებს შორის ორი ქალია.

სროლის დროს დაჭრილი ორი ქალი თბილისში, “ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკაში მოათავსეს. როგორც „ფორტუნას“ კლინიკაში განუცხადეს, დაჭრილებს ამ წუთებში უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო კვლევები.

კიკეთში დანაშაულის ჩამდენი ერთი პირი სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია.

„ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, რომ კიკეთში მომხდარ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, კიკეთში მომხდარ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია დანაშაულის ჩამდენი ერთი პირი. ამ დროისთვის მის დასაკავებლად აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს“, – განაცხადეს შსს-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები