LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჭკვიანი კამერების” ჩართვის შემდეგ, ტექდათვალიერებაზე მიმართვიანობა 5-ჯერ გაიზარდა

20171229121218

საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის ხელმძღვანელის, ვაჟა იორდანიშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ე.წ ჭკვიანი კამერები ტექდათვალიერების არგავლის გამო ავტომობილებს აჯარიმებენ, პერიოდული ინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობა დაახლოებით, 5-ჯერ გაიზარდა.

მისი ინფორმაციით, 2018 წლის დეკემბერში ყოველდღიურად დეკემბერში ტექდათვალიერებას თუ ყოველდღიურად 700-800 ავტომობილი გადიოდა, დღეს მათი რაოდენობა 3000-ს სცილდება და 4000-მდეც ადის.

ვაჟა იორდანიშვილის განცხადებით, დახარვეზების კუთხით საშუალო მაჩვენებელი 46%-ს შეადგენს ანუ ყოველი მეორე ავტომობილი პირველად ინსპექტირებაზე ხარვეზდება და შესაბამისად, მათ ინსპექტირების გავლა განმეორებით უწევთ.

“სამწუხაროდ, მძღოლები თავად არ ამოწმებენ ავტომობილის მდგომარეობას, თუნდაც ვიზუალური დათვალიერებითაც კი, რაც შემდგომში შეიძლება, დახარვეზების მიზეზი გახდეს. მაგალითად, შეიძლება, დახარვეზების მიზეზი გახდეს ისეთი ელემენტები, როგორიც არის მაშუქი ხელსაწყოები, საბურავები, საქარე მინა, სალონში უსაფრთხოების ღვედები, იგივე უსაფრთხოების ბალიშები. მძღოლს შეუძლია, ეს ყველაფერი შეამოწმოს და ვიდრე ინსპექტირების ცენტრს მიაკითხავს, თუ მწყობრში არ არის, თავიდანვე შეაკეთოს. დახარვეზების ძირითადი მიზეზი ზუსტად ვიზუალურ დათვალიერებაზე მოდის და კარგი იქნება, თუ მძღოლები ამ კუთხითაც ინფორმირებულები იქნებიან.

განმეორებით ინსპექტირებაზე მოსული ავტომობილების 95% ინსპექტირებას გადის, დაახლოებით კი 5% ხარვეზდება,“ – აღნიშნა ვაჟა იორდანიშვილმა.

როგორც ვაჟა იორდანიშვილმა აღნიშნა, თუ 2020 წლისთვის გაუმართავი ავტომობილების რიცხვი თითქმის ნულამდე იქნება დაყვანილი, შეიძლება ითქვას, რომ ინსპექტირების რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების არგავლის შემთხვევაში, ფიზიკური პირები 50 ლარით, ხოლო იურიდიული პირები 200 ლარით ჯარიმდებიან. აღსანიშნავია, რომ ტექნიკური ინსპექტირების არგავლის შემთხვევაში მძღოლები ყოველ 30 დღეში დაჯარიმდებიან.

2019 წლის 14 იანვრიდან ე.წ „ჭკვიანი კამერების“ მიერ ავტომატურ რეჟიმში ხდება იმ ავტომობილების დაჯარიმება, რომლებსაც კანონის შესაბამისად, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები