LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესზე მის მეგობარ ქალს დაკითხავენ

304
ბასილაშვილი და შარლოტა

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესზე მის მეგობარ ქალს დაკითხავენ. დაცვის მხარის განცხადებით, შარლოტა ელენა იმ ინციდენტს შეესწრო, რომელიც ბასილაშვილის მშობლების სახლთან მაშინ მოხდა, როცა დოროყაშვილი შვილის წამოსაყვანად მივიდა.

ნელი დოროყაშვილი კი აცხადებს, რომ აღნიშნულ პირს იქ ყოფნის უფლება სოცმუშაკებისგან არ ჰქონდა.

დოროყაშვილი კვლავ „ტყუილების მორიგე სერიას ელოდება“.

„თვალყურს ვადევნებ პროცესებს, მიმდინარე პროცესებს ვესწრები. მე პირადად არ დამინახავს ეს გოგონა, არც ლუკასს არ დაუნახავს. ისევ ველოდები ტყუილების მორიგ სერიას, სამწუხაროა, რომ ამ ადამიანებს იმის გააზრება არ აქვთ, რომ არიან სასამართლო პროცესზე, სასამართლო პროცესზე გჭირდება ფაქტები და არგუმენტები შენი სიმართლის დასამტკიცებლად და საინტერესოა, დღეს მოწმე რას ისაუბრებს. მეც ძალიან მაინტერესებს როგორ არის დარიგებული დაცვის მხარის მიერ და დღესაც ველოდები ტყუილების მორიგ სერიას. ნამდვილად არ ველოდებოდი მის იქ ყოფნას, რადგან ის სოცმუშაკისგან გაფრთხილებული იყო და მას იქ ყოფნა იმ სახლში ეკრძალებოდა“, – განაცხადა დოროყაშვილმა.

ფოტო: ინტერპრესნიუსი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g