ცნობილი იაპონური ჟურნალი “კეიტოდამა” ქართული ეროვნული სამოსის, ნაქარგობისა და ნაქსოვი სამოსის შესახებ წერს. სტატიაში აღნიშნულია, რომ იაპონიის იმპერატორის ტახტზე ასვლის ცერემონიალზე ქართულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი საქართველოს საელჩოს საქმეთა რწმუნებულის გამოჩენამ, იაპონიაში ჩოხის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა. ინფორმაციას იაპონიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სიახლეებია ქართული პროდუქციის რეალიზაციის კუთხითაც… Family Mart-ის შემდეგ ქართული კერძით იაპონიის კიდევ ერთი მარკეტების მსხვილი ქსელი, Lawson (ქვეყნის მასშტაბის 14 ათასზე მეტ მაღაზიას აერთიანებს) დაინტერესდა. Lawson-ის მაღაზიებში სწრაფი მომზადების შქმერულის წვნიანის გაყიდვები უკვე დაიწო. ხაზგასასმელია, რომ პროდუქტის შეფუთვაზე აღნიშნულია შქმერულის ქართული წარმომავლობა, რაც იაპონიაში საქართველოს ცნობადობის კიდევ მეტად გაზრდას შეუწყობს ხელს.