LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონიაში მიწისძვრას 80-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

138
მიწისძვრა იაპონიაში

Reuters-ის ცნობით, იაპონიაში ათასობით მაშველი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ გადარჩენილთა ძებნას განაგრძობს.

გამოცემის ინფორმაციით, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა, რომ დანგრეულ შენობებში დარჩენილია ბევრი ადამიანი, რომლებიც შველას ელოდებიან.

კიშიდას თქმით, ყველაფერს გააკეთებენ, რათა დღეს, 4 იანვრის საღამოსთვის, როცა კატასტროფიდან კრიტიკულად მნიშვნელოვანი 72 საათი გადის, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადაარჩინონ.

იაპონიაში 1 იანვარს მომხდარი 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულია სულ მცირე 81 ადამიანი. მიწისძვრის ეპიცენტრი ნახევარკუნძულ ნოტოზე, იშიკავის პრეფექტურაში მდებარეობდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მხოლოდ ქალაქ სუზუში სრულად ან ნაწილობრივ დანგრეულია სახლების დაახლოებით 90%. მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა იშიკავის მეზობელ პრეფექტურებშიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები