LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუკეთესო მიმართულებები სოლო მოგზაური ქალებისთვის

159
იაპონია

ბოლო წლებში მსოფლიო ტურიზმი მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდის და ამ ცვლილებების ავანგარდში ქალები დგანან. ტერმინი „სოლო მოგზაური ქალი“ დამოუკიდებლობის, პიროვნული განვითარებისა და თვითაღმოჩენის მძლავრ გლობალურ მოძრაობად იქცა. სტატისტიკურად, სოლო მოგზაურთა თითქმის 60%-ზე მეტს ქალები შეადგენენ, შედეგად, ტურისტული სააგენტოები, სასტუმროები თუ გლობალური პლატფორმები ცდილობენ, საკუთარი სერვისები სწორედ მათ საჭიროებებს მოარგონ.

ჟურნალი „Forbes“, ექსპერტებსა და უახლეს გლობალურ კვლევებზე დაყრდნობით, სოლო მოგზაური ქალებისთვის საუკეთესო მიმართულებების რეიტინგს აქვეყნებს.

ქვეყნები რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით შეირჩა, ესენია:

  • გლობალური უსაფრთხოების ინდექსი – კრიმინალის დაბალი დონე და ღამით უსაფრთხო გადაადგილება.
  • ინფრასტრუქტურული გამართულობა – მარტივი სატრანსპორტო ნავიგაცია, ციფრული რუკების გამოყენების და ენობრივი ბარიერის დაძლევის შესაძლებლობა.
  • სოლო კულტურის მიმღებლობა – ადგილობრივი საზოგადოების დამოკიდებულება დამოუკიდებელი ქალების მიმართ და სოციალიზაციის სიმარტივე.

ექსპერტთა შეფასებით, სოლო მოგზაური ქალებისთვის საუკეთესო გარემოს იაპონია ქმნის, მეტიც, მას ტექნოლოგიური სრულყოფილებიდან და იზოლაციის ხელოვნებიდან გამომდინარე, „ოქროს სტანდარტადაც“ კი მიიჩნევენ.

იაპონიაში კრიმინალის დონე იმდენად დაბალია, რომ კაფეში ნივთების უყურადღებოდ დატოვება ან ღამით მარტო სეირნობა სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა. გარდა ამისა, იაპონიამ პირველმა დანერგა მხოლოდ ქალებისთვის განკუთვნილი მატარებლის ვაგონები და სასტუმროს სართულები. აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყანაში განვითარებულია ინდივიდუალური აქტივობების ხელოვნება (Ohitorisama) – რესტორნებსა და კაფეებში მოწყობილია სპეციალური კაბინები, სადაც მარტო სადილობა სოციალურ ნორმად ითვლება და არანაირ უხერხულობას არ იწვევს.

სოლო მოგზაური ქალებისთვის საუკეთესო მიმართულებების ათეულში, იაპონიასთან ერთად, მოხვდა: ისლანდია, ირლანდია, პორტუგალია, შვეიცარია, ესპანეთი, ბალი, ახალი ზელანდია, კოსტა-რიკა და მაროკო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g