LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონიის ცნობილი სწრაფმავალი მატარებლები პრემიუმ კლასის ხდება

117
სწრაფმავალი მატარებელი

იაპონიის Shinkansen ტიპის სწრაფმავალი მატარებლები, რომლებიც ისედაც განთქმულია თავისი სიჩქარითა და კომფორტით, კიდევ უფრო მდიდრული ხდება. მიმდინარე წლის შემოდგომიდან მათ ახალი, უმაღლესი კლასის ინდივიდუალური კუპეები დაემატებათ, რომლებიც აღჭურვილი იქნება ჩასაკეტი კარით, დასაწოლი სავარძლებით, კონდიცირების ინდივიდუალური სისტემით, რეგულირებადი განათებითა და პერსონალური Wi-Fi ინტერნეტით.

აღსანიშნავია, რომ ეს კუპეები თვითმფრინავის პირველი კლასის სალონების ანალოგიურია. ისინი თავდაპირველად დღეში, დაახლოებით, 12 მატარებელში იქნება ხელმისაწვდომი, წლის ბოლოსთვის კი მათი რაოდენობა 30-მდე გაიზრდება.

იაპონიის ცენტრალური სარკინიგზო კომპანიის (JR Central) და დასავლეთ იაპონიის სარკინიგზო კომპანიის (JR West) განცხადებით, 2028 წლის ბოლოსთვის უმაღლესი კლასის კუპეები ხელმისაწვდომი უნდა იყოს Tokaido Shinkansen-ის მატარებლების 30%-ში მაინც.

კუპეები ორი ტიპისაა – მცირე ზომის განკუთვნილია მათთვის, ვინც მარტო მოგზაურობს, შედარებით დიდი ზომის კი ორ მგზავრზეა გათვლილი.

ერთადგილიანი კუპეთი მგზავრობის ცალმხრივი ბილეთის ღირებულება 32 440 იენი (176 ევროს), ორადგილიანის კი 47 060 იენი (255 ევრო) იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g