LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭორები აგორდა: ვინ სად მიდის ვინ გაიგებს

93

ევროპაში სეზონი თითქმის დასრულდა და მართალია ჯერ ცოტა ადრეა, მაგრამ უკვე აგორდა სატრანსფერო ჭორები, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ალბათ კაი გვარიანად გახურდება.
გრიზმანმა მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლის შანსები შეაფასა


საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა განაცხადა, რომ იგი საკუთარ მომავალზე, თუ სად გააგრძელებს კარიერას, გადაწყვეტილებას მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მიიღებს. ჟურნალისტთან ინტერვიუში გრიზმანმა „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლა არ გამორიცხა და ტრანსფერის განხორციელების შანსები 10-დან 6-ზე შეაფასა. ეს იყო პატარა პრინცის პირველი ხმამაღალი განცხადება, რომელიც მან მისდამი სატრანსფერო სპეკულაციებთან დაკავშირებით განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ფრანგი ფორვარდი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელების სიაში მიმდინარე წელს მესამე ადგილზე გავიდა, პირველი და მეორე ადგილი კი კრიშტიანო რონალდოს და ლიონელ მესისთან დათმო. მიმდინარე სეზონში კი „ატლეტიკოს“ რიგებში 26 გოლის გატანა მოახერხა. მისი კონტრაქტში შეყვანილი პუნქტის თანახმად კი მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონ ევროს შეადგენს და როგორ ჩანს მანკუნიანელები მაქსიმალურად ეცდებიან ფრანგის გადაბირებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს.

 

იუვენტუსმა კუადრადო გამოისყიდა


„ჩელსის“ აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ხუან კუადრადო კარიერას სრულფასოვნად ტურინის „იუვენტუსში“ გააგრძელებს, სადაც იგი ბოლო ორი სეზონის განმავლობაში იჯარის წესით ასპარეზობდა. კოლუმბიელმა კონტრაქტს „ბიანკონერისთან“ 2020 წლის 30 ივნისს მოაწერა ხელი, რაც ტურინელებს 20 მილიონი ევრო დაუჯდათ.
შეგახსენებთ იმასაც, რომ კუადრადო „ჩელსის“ რიგებში 2015 წელს ჩაირიცხა, სადაც 4 წელიწადნახევრიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, თუმცა ისეთივე სახელის მოხვეჭა ვერ მოახერხა როგორიც მის ყოფილ გუნდ „ფიორენტინაში“ ჰქონდა. მან „ჩელსის“ შემადგენლობაში პრემიერლიგაში 13 მატჩი ჩააატარა და ვერცერთი გოლის გატანა ვერ მოახერხა. შესაბამისად, „ჩელსიმ“ იგი იჯარის წესით კვლავ იტალიაში დააბრუნა, საბოლოოდ კი „ბებერ ქალბატონს“ ჩააბარეს.

კასილიასი ლივერპულში?


მადრიდის „რეალის“ ყოფილი და ამჟამად „პორტოს“ 36 წლის ესპანელი მეკარე იკერ კასილიასი შესაძლოა ინგლისის პრემიერლიგაში, კერძოდ კი „ლივერპულის“ შემადგენლობაში ვიხილოთ. როგორც ესპანური გამოცემა AS-იუწყება, ლეგენდარულ მეკარეს ზაფხულში „პორტოს“ დატოვება სურს, წინადადებები კი ესპანელს თურქეთიდან და ჩინეთიდანაც აქვს, თუმცა იგი მერსისაიდში გადაბარგებას განიხილავს. AS-წყაროს ცნობით, იკერმა „ლივერპულთან“სიტყვიერ შეთანხმებას უკვე მიაღწია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g