უილ სმიტი და ჯადა პინკეტ სმიტი ,,პარიზის მოდის კვირეულს” ერთად დაესწრნენ, სადაც მხარი დაუჭირეს შვილის, ჯეიდენ სმიტის მნიშვნელოვან პროფესიულ დებიუტს. წყვილი იმ მოდის ჩვენებაზე გამოჩნდა, სადაც ჯეიდენ სმიტმა პირველად წარადგინა მამაკაცის კოლექცია, შექმნილი ცნობილი მოდის სახლის, კრისტიან ლაბუტენისთან თანამშრომლობით.
შერიგება თუ მეგობრობა – უილ სმიტი და ჯადა პინკეტ სმიტი ერთწლიანი განშორების შემდეგ, ერთად გამოჩნდნენ
აღნიშნული კოლექცია მაღაზიებში 2026 წლის მაისიდან იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო ჯეიდენი ამ პროექტის ფარგლებში მამაკაცის ხაზის კრეატიული დირექტორის როლში პირველად მოგვევლინა.
57 წლის უილ სმიტი და 54 წლის ჯადა პინკეტ სმიტი მოდის ჩვენებაზე მუქი ფერის სამოსში გამოჩნდნენ. უილს შავი პალტო და შესაბამისი სვიტერი ეცვა, რომელსაც შავ-ნაცრისფერი ტვიდის შარვალი და მზის სათვალე შეუხამა. ჯადამ კი უფრო თამამი სტილი აირჩია, იატაკამდე სიგრძის მასიური ბეწვის პალტო და შავი ბლუზა მეტალის დეტალებით. მოდის სახლისადმი მხარდაჭერის ნიშნად, ორივეს ეცვა კრისტიან ლაბუტენის ფეხსაცმელი.
მედიის ინფორმაციით, ეს იყო უილ სმიტისა და ჯადა პინკეტ სმიტის ერთობლივი საჯარო გამოჩენა ოთხთვიანი პაუზის შემდეგ, ბოლოს ისინი ერთად ლოს-ანჯელესში შენიშნეს.

ჯერ კიდევ ქორწინებაში მყოფი უილ სმიტი ესპანელ მომღერალთან რომანში ამხილეს


