ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება აცხადებს, რომ პირველად, უდიდესი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა “ჰვასონ 17” წარმატებით გამოსცადა.
BBC წერს, რომ ჩრდილოეთ კორეამ Hwasong-17 პირველად 2020 წელს, აღლუმზე წარადგინა, მისმა მასშტაბებმა კი გამოცდილი ანალიტიკოსებიც კი გააოცა.
“ეს გაშვება განხორციელდა პირველად 2017 წლის შემდეგ – მაშინ ქვეყანამ ICBM, შორი დისტანციის რაკეტა გამოსცადა. ამ ტიპის რაკეტას შეუძლია, აშშ-ს მიაღწიოს.
ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის ცნობთ, ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენ ინი პირადად ხელმძღვანელობდა ხუთშაბათის გამოცდას.
საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტის ანკიტ პანდას შეფასებით, გაშვება ჩრდილოეთ კორეის ბირთვული არსენალისთვის “მნიშვნელოვანი ეტაპია”.
რაკეტის გაშვებას თვალს ადევნებდნენ სამხედროები იაპონიასა და სამხრეთ კორეაში – იაპონიის ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ ის 6 000 კმ სიმაღლეზე გაფრინდა და 1 საათის ფრენის შემდეგ, იაპონიის წყლებში დაეშვა.
რაკეტის გაშვების შემდეგ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა აღნიშნა, რომ “ქვეუყნის სტრატეგიული ძალები სრულიად მზად არიან, საფუძვლიანად შეაჩერონ და შეაკავონ აშშ-ის იმპერიალისტების ნებისმიერი სახიფათო სამხედრო მცდელობა”.