„ჩრდილოეთ კორეას შეუძლია ამერიკული თვითმფრინავების ჩამოგდება არასაკუთარი საჰაერო სივრციდანაც კი,“ – ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლი იონ ხომ, განაცხადა.
„რადგან აშშ–მა ჩვენს ქვეყანას ომი გამოუცხადა, სრული უფლება გვაქვს კონტრზომების მისაღებად, მათ შორის აშშ–ის ბომბდამშენების ჩამოგდებისაც მაშინაც კი, როდესაც ისინი ჩვენს საჰაერო სივრცეში არ იქნებიან,“ – განუცხადა ჟურნალისტებს მინისტრმა ნიუ-იორკში ყოფნისას.
ლი იონ ხოს თქმით, ფხენიანი დონალდ ტრამპის ქმედებაზე ყველა საპასუხო ვარიანტს განიხილავს.