ჩრდილოეთ კორეა მზად არის შეწყვიტოს ბირთვული იარაღის გამოცდა და განიარაღება დაიწყოს, თუ ვაშინგტონი ფხენიანის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times სამხრეთ კორეის ოფიციალურმა პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. The New York Times წყაროზე დაყრდნობით წერს, კიმ ჩენ ინი მზადაა, ბირთვული იარაღის შექმნის შეჩერების საკითხზე შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკება დაიწყოს.
გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, კიმ ჩენ ინისა და სამხრეთ კორესი პრეზიდენტის, მუნ ჩე ინიც შეხვედრაც იგეგმება, რომელიც, სავარაუდოდ, აპრილში გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ კორეის პირველი პირის განცხადებას აშშ-ის პრეზიდენტი უკვე გამოეხმაურა , დონალდ ტრამპი “ტვიტერში” წერს, რომ ეს ნაბიჯი ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკების სავარაუდო პროგრესად შეიძლება ჩაითვალოს.
“პირველად მრავალი წლის განმავლობაში ყველა დაინტერესებული მხარე ძალისხმევას არ იშურებს. მსოფლიო თვალს ადევნებს და ელოდება! შესაძლოა ცრუ იმედი აღმოჩნდეს, მაგრამ აშშ მზადა ყველა მიმართულებით იმოქმედოს”.
Possible progress being made in talks with North Korea. For the first time in many years, a serious effort is being made by all parties concerned. The World is watching and waiting! May be false hope, but the U.S. is ready to go hard in either direction!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) March 6, 2018