„ჩრდილოეთ კორეა ეკონომიკისა და სარაკეტო-ბირთვული პროგრამის პარალელურ განვითარებას განაგრძობს,“ – ამის შესახებ ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის ცენტრალურმა სატელეგრაფო სააგენტომ გაავრცელა.
შესაბამისი განცხადება ქვეყნის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, ჩრდილოეთ კორეის მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
კიმ ჩენ ინმა, ასევე, მკაცრად გააკრიტიკა აშშ, რომელიც, მისი თქმით, „ცდილობს ქვეყნის დამოუკიდებლობის გაგუდვას და არსებობის უფლებაზე უარის იძულებას“. კიმ ჩენ ინის განცხადებით, ამჟამინდელი სიტუაცია აჩვენებს, რომ „პარალელური განვითარების პოლიტიკა სრულიად გამართლებული აღმოჩნდა და ქვეყანა ამ გზით სვლას განაგრძობს“.