ჩრდილოეთ კორეამ სავარაუდოდ, სამი ბალისტიკური რაკეტა გაისროლა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ჭურვები ფხენიანის სუნანის რაიონიდან გაისროლეს.
„როიტერის“ ცნობით, სულ მცირე ორი ჭურვი ზღვაში ჩავარდა.
იაპონიის თავდაცვის მინისტრის, ნობუო კიშის ინფორმაციით, პირველმა რაკეტამ დაახლოებით 300 კმ, მეორემ კი – 750 კმ იფრინა,
ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რაკეტის გაშვება მაშინ მოხდა, როცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა იაპონიაში ვიზიტი დაასრულა.