რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ კორეაში იმყოფება.
ეს პუტინის პირველი ვიზიტია 24 წლის მანძილზე და შესაბამისად, ჩრდილოეთ კორეაც ქვეყნის ერთადერთ მოკავშირე ლიდერს, გრანდიოზული კონცერტით დახვდა.
აღსანიშნავია, რომ ვლადიმირ პუტინის საპატივცემულოდ სპეციალური კონცერტი გაიმართა, სადაც სპეციალურად მისთვის რუსი მუსიკოსების – შამანის, გრიგორი ლეპსის, ოლეგ გაზმანოვისა და სხვა პროპაგანდისტი არტისტების სიმღერების ქავერ ვერსიები კორეულად შესრულდა.
საინტერესოა, რომ ზოგიერთი სიმღერა რუსულ, ზოგიც, კორეულ ენაზე შესრულდა. ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ საგანგებოდ შეარჩია ის მუსიკოსები, რომლებიც ვლადიმირ პუტინის პოლიტიკას, მხარს ღიად უჭერენ.