ჩრდილოეთ კორეაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.ქვეყნის მოსახლეობამ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო უნდა განაახლოს, თუმცა რეალურად ამომრჩევლებს დიდი არჩევანი არ აქვთ. თითოეული რაიონიდან პარლამენტში მოსახვედრად ერთი კანდიდატი, მმართველი პარტიის წევრი არის წარდგენილი.
საარჩევნო აქტივობა 100%-ია. სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, დღის პირველ ნახევარში არჩევანი დარეგისტრირებული ამომრჩევლების 57-მა პროცენტმა უკვე გააკეთა.
დამკვირვებლები ჩრდილოეთ კორეაში მიმდინარე პროცესს ფორმალურ არჩევნებს უწოდებენ. კიმ ჩენ ინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მსგავსი ტიპის არჩევნები რამდენიმე წლის წინაც ჩატარდა.