ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი თვლის რომ მის ქვეყანას ომში ბრძოლები აღარ დასჭირდება, იმიტომ რომ ქვეყნის ატომური არსენალი უსაფრთხოების გარანტიას იძლევა – ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის საშუალებით ვრცელდება.
“ჩვენი სანდო და ეფექტური იარაღი შემაკავებელია იმისა, რომ მსოფლიოში ომი აღარ მოხდეს, ხოლო ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოება და მომავალი სამუდამოდ დაცულია, – აცხადებს კიმი ჩენ ინი.
კორეის ომის დასრულების 67 წლის თავზე, კიმ ჩენ ინმა ვეტერანებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის ატომური იარაღი საშუალებაა რომ ჩრდილოეთ კორეამ გარე ზეწოლისაგან, სამხედრო მუქარისა და იმპერიალისტი მტრების თავდასხმებისგან თავი დაიცვას.