„ჩრდილოეთ კორეის პროვოკაციები კორეის ნახევარკუნძულზე სიტუაციას არაპროგნოზირებადს ხდის,“ – ამის შესახებ სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, მუნ ჩჟე ინმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე შეხვედრის ფარგლებში განაცხადა.
„სიტუაცია ჩრდილოეთ–აღმოსავლეთ აზიაში ძალიან გართულებულია ჩრდილოეთ კორეის გაუჩერებელი პროვოკაციების გამო,“ – აღნიშნა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, თუ ჩრდილოეთ კორეა არ შეწყვეტს თავის პროვოკაციებს, არაპროგნოზირებადი სიტუაცია შეიქმნება.
აღსანიშნავია, რომ ფხენიანის მიერ ჩატარებულმა ბირთვულმა გამოცდებმა საერთაშორისო საზოგადოების მკვეთრი რეაქცია გამოიწვიეს.