LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩრდილოეთ მაკედონია ქართული პროდუქციის იმპორტით დაინტერესდა

149
makedonn-max-700

საქართველოს ელჩმა ბულგარეთში თამარ ლილუაშვილმა, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ჩრდილოეთ მაკედონიასაც ფარავს, ჩრდილოეთ მაკედონიის ეკონომიკის მინისტრთან კრეშნიკ ბეკტეშისთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის სამომავლო ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების გეგმები; ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მიმართულებით ხელშეკრულების გაფორმების პერსპექტივები; ასევე, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) ფარგლებში ურთიერთმხარდაჭერის საკითხები.

გარდა ამისა, ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის ტურისტული ნაკადების ზრდის აუცილებლობას და ამ კონტექსტში, ტურისტული ჯგუფების ვიზიტების ორგანიზების მნიშვნელობას.

მაკედონიის ეკონომიკის მინისტრმა, გამოხატა ქართული პროდუქციის ჩრდილოეთ მაკედონიის ბაზარზე იმპორტის მხარდაჭერისა და ამისთვის, გამოფენის ორგანიზების მზადყოფნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g