LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული”- გოგლა ჟვანიას პირველი კომენტარი

414
pjimage (1)

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ძმა, გოგლა ჟვანია ადასტურებს, რომ ბიზნესმენის, გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის ბრალდებით დაკავებული, ბუსა ჟვანია დაჭრილია. მისი თქმით, ექსპრემიერის შვილს ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული, თუმცა ამ ეტაპზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ექიმი თოფაძისა და ჟვანიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე:”მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”

“ბუსა ჟვანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული მუცლის არეში. ოპერაცია არ დასჭირდა”, – ამბობს გოგლა ჟვანია “რუსთავი 2”-თან საუბრისას.

კითხვაზე, აღიარებს თუ არა ბუსა ჟვანია დანაშაულს, გოგლა ჯვანია აცხადებს, რომ ფაქტი მომხდარია და რა თქმა უნდა, აღიარებს.

შეგახსენებთ, 2 აგვისტოს, თბილისში ბიზნესმენის და ყოფილი დეპუტატის, გოგი თოფაძის შვილიშვილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას შვილმა,ბუსა ჟვანიამ დაჭრა. დაჭრილია თავად ბუსა ჟვანიაც. ორივე მათგანი ხეჩინაშვილის კლინიკაშია მოთავსებული და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე იხილეთ:

“ჩემი ცოლიც კინაღამ დაჭრეს, პირველმა მან გაიგო კივილი” – გოგი თოფაძე შვილიშვილის დაჭრის დეტალებს იხსენებს

გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის ბრალდებით ზურაბ ჟვანიას შვილი დააკავეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g