LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჭრილობები ბლაგვი საგნით არის მიყენებული – ამ ეტაპისთვის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, მიმდინარეობს დინამიკაში დაკვირვება“ – რას ამბობს ექიმი ვაზისუბანში დაჭრილ 27 წლის გოგოზე

376
კლინიკა

თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში დაჭრილი ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბულურია. გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის ქალი ინგოროყვას გადაუდებელი მდგომარეობების დეპარტამენტში გუშინ, 22:00 საათზე შეიყვანეს.

როგორც „ფორტუნას“ ინგოროყვას კლინიკის ექიმმა, ანი დალაქიშვილმა განუცხადა, პაციენტს მრავლობითი სისხლმდენი ჭრილობები აღენიშნებოდა. კლინიკაში ასევე განაცხადეს, რომ ახალგაზრდა ქალს ჭრილობები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.

„ამ დილისთვის მდგომარეობა შედარებით დამაკმაყოფილებელია. ჩატარებული გამოკვლევებით გამოვლინდა ქალასარქვლის მოტეხილობა, სკალპის და ცხვირის ღია ჭრილობა, გულმკერდის დახურულ ტრავმა, მუცლის ღრუს დახურული ტრავმა, ნეკნების მოტეხილობა. ასევე იყო მხრის, იდაყვის და მტევნის ღია ჭრილობები.

ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, მიმდინარეობს დინამიკაში დაკვირვება“. – განუცხადა „ფორტუნას“ ინგოროყვას კლინიკის ექიმმა, ანი დალაქიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ღამით, თბილისში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. არსებული ცნობებით, ქალი ცივი იარაღით მეზობელმა დაჭრა. დაზარალებული შემთხვევის ადგილიდან კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ცხელ კვალზე ერთი პირი დააკავეს. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

magti 5g