მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ცოლ-ქმარი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომლითაც ცოლ-ქმარი გადაადგილდებოდა, ხიდიდან მდინარეში გადავარდა.
„ფორტუნა“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს – ინფორმაცია განახლდება.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან მზეო უმფრიანი და ლევან ანსიანი, მათ ოთხი შვილი დარჩათ.
მზეო უმფრიანისა და ლევან ანსიანის ოჯახის წევრები და ახლობლები ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან.
„ნუთუ ეს ცხადია? როგორ დავიჯერო, ბავშვობის ყველაზე ნათელი მოგონებები თქვენთანაა დაკავშირებული!!! სიტყვებით ვერ გადმოვცემ, როგორ მტკივაა… ჩემი ბიცოლა და ბიძია, ჩემი გულითადი ადამიანები… ღმერთმა ნათელში ამყოფოს თქვენი წმინდა სულები“, – წერს ეთო ანსიანი.
ნუთუ ეს ცხადია?…💔 Levani Ansiani, მზეო უმფრიანი როგორ დავიჯერო,ბავშვობის ყველაზე ნათელი მოგონებეები თქვენთანაა…
Posted by Eto Ansiani on ორშაბათი, 29 სექტემბერი, 2025
ლევანი,😭😭.მზეო 😭😭ჩემო უსაყვარლესო დაო ეს რა დაგემართათ😭😭😭😭
Posted by Gia Afrasidze on ორშაბათი, 29 სექტემბერი, 2025
„ლევან მუხბე და ჩემო რძალო. ჩემო შეზრდილო ძმაო, ჩემო სისხლო და ხორცო…
ერთი წიგნით.. ერთი მერხით.. სულ ერთად, ერთნაირად ვიცვამდით, ლუკმას ვიყოფდით, ერთნაირად ვსწავლობდით.. პატარა უღელი ხარები, ასე გვეძახდნენ ხოლმე..
ჭრილობაზე მდუღარე გადამასხა სამყარომ.
ღმერთო, ცხოვრების წიგნიდან იმდენი ფურცელი ამომაგლიჯე, სამყარომ შინაარსი დაკარგა და ვეღარ ვგრძნობ..
ლევან მუხბე და ჩემო რძალო. ჩემო შეზრდილო ძმაო, ჩემო სისხლო და ხორცო.. Levani Ansiani 😭😭😭😭😭 ერთი წიგნით.. ერთი …
Posted by Ramaz Gerliani on სამშაბათი, 30 სექტემბერი, 2025
„გასკდა გული! მზეო, ლევან, არ მჯერა, რომ თქვენზე ამას ვწერ! ჯერ კიდევ სიზმარი მგონია ეს ყველაფერი. ჩემთვის ხომ ერთ-ერთი საიმედო ადამიანები იყავით. თქვენი ჩემდამი გამოჩენილი ყურადღება, განსაკუთრებით ფეხმძიმობის დროს არასდროს დამავიწყდება. გული მისკდება თქვენი საცოდაობით! უფალმა ინებოს, ჩვენი მზეო რომ დაგვიბრუნდეს ჩემი ტკბილი გოგო. ჩემო გოგო, როდის უნდა დამირეკო, როდის უნდა მითხრა ისევ მემულში მივდივარ, წავიდეთო, არ მჯერა არაა, რომ აღარ ხართ!“…
გასკდა გული! მზეო, ლევაან 😭 არმჯერა, რომ თქვენზე ამას ვწერ! 😭😭 ჯერ კიდევ სიზმარი მგონია ეს ყველაფერი 🥹 ჩემთვის ხომ…
Posted by Lika Tchkadua on ორშაბათი, 29 სექტემბერი, 2025
