LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭუბერში თბილისიდან, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებიდან დამატებითი სამაშველო ჯგუფები გაიგზავნა

87

სოფელ ჭუბერში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. როგორც უწყებაში აცხადებენ, სტიქიის ზონაში მცხოვრები ყველა მოქალაქე არის უსაფრთხო ადგილზე და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

„შექმნილ სიტუაციას სრულად აკონტროლებს ყველა შესაბამისი სამსახური. ადგილზე მობილიზებულია როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე ცოცხალი ძალა.
სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის სტიქიის ზონაში გაიგზავნა სამაშველო ჯგუფების დამატებითი შემადგენლობა – თბილისიდან, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებიდან
სოფელ ჭუბერში 150 მაშველი იმყოფება. ადგილზე რჩება საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ალექსანდრე ხვადაგიანი“, – აცხადებენ უწყებაში.

როგორც ცნობილია, ჭუბერში გუშინ მთის მასა ჩამოიშალა, რამაც მდინარე „ნენსკრას“ ადიდება გამოიწვია. წაღებულია თითქმის ყველა ხიდი, დაბა ჭუბერი კი გარემოსამყაროს ფაქტობრივად მოწყვეტილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები