LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭურჭლის რეცხვა გახდომაში დაგეხმარებათ

114

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჭურჭლის რეცხვა გახდომას უწყობს ხელს. კორნელის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ჩაატარეს ექსპერიმენტები: მათ ადამიანები ჯგუფებად დაყვეს. ერთ ნაწილს სთხოვეს, უსიამოვნო ფაქტი გაეხსენებინათ, რაზეც უნერვიულიათ, მეორე ნახევარს კი პოზიტიური გამოცდილება უნდა გაეხსენებინათ.

იმ ნაწილმა, რომელიც ცუდზე ფიქრობდა, სამზარეულო მოუწესრიგებელი, ხოლო ჭურჭელი დასარეცხი დატოვა, მაშინ, როდესაც მეორე ჯგუფი სისუფთავეში იჯდა. ექსპერიმენტის ყველა მონაწილეს შეეძლო კრეკერის, სტაფილოს ან ტკბილეულის ჭამა. რეზულტატი გასაოცარი აღმოჩნდა – პირველმა ჯგუფმა სწორედ კალორიული საკვები მოითხოვა, მეორემ კი საშუალოდ 100 კალორიით ნაკლები მიიღო.

აქედან კი გაკეთდა დასკვნა, რომ თუ ადამიანი სტერსს განიცდის და ამავდროულად მოუწესრიგებელ სამზარეულოში იმყოფება, დასამშვიდებლად ის კალორიული საკვების ჭამას იწყებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები