LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამორჩეულად მიმზიდველი და სანახაობრივი – ჭვანას ხეობა ბათუმიდან 58 კმ-ში – „ბონ ვოიაჟი”

222
ჭვანას ხეობა - 2

ბათუმი და ზოგადად შავი ზღვისპირეთი ზაფხულის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა დასვენებისთვის. აჭარის რეგიონი გამორჩეულად მიმზიდველი და სანახაობრივია, ამიტომ გირჩევდით მეტი შთაბეჭდილებებისთვის მხოლოდ სანაპიროზე ყოფნითა და მზეზე ნებივრობით არ შემოიფარგლოთ და ახლომდებარე კულტურულ ძეგლებსა და ბუნების საოცრებებს ესტუმროთ.”ბონ ვოიაჟის”ფარგლებში ჭვანას ხეობაზე გიამბობთ.

მათ შორისაა ბათუმიდან დაახლოებით 60 კმ-ში მდებარე ჭვანას ხეობა. გარდა გამორჩეული სიმწვანისა,რასაც აჭარაში ყველგან შეხვდებით,ხეობაში ულამაზეს ჩანჩქერთან ერთად ცნობილ ხაბელაშვილების თაღოვან ხიდსა და ოთოლთას ციხესაც ნახავთ.

ხეობაში მარშრუტი მარკირებულია და გზის გაკვლევას მარტივად შეძლებთ. მარშრუტი შუახევის რაიონის სოფელ ხაბელაშვილებიდან იწყება და სამსაუკუნოვანი ხის თაღოვან ხიდთან სრულდება. ხიდი განსაკუთრებული არქიტექტურით გამოირჩევა. მასზე მოსახვედრად ბილიკით დაახლოებით 450 მეტრის გავლა დაგჭირდებათ. ხიდი სამ საუკუნეს ითვლის.

საცალფეხო ბილიკი მწვანეში ჩაფლულ წისქვილების რიგს მიუყვება და ჩანჩქერზე გადის. ამ ადგილს წისქვილების სოფელსაც უწოდებენ. აქვე მოინახულებთ ოთოლთას ციხესა და ასი წლის წინ აგებულ მეჩეთს სოფ. ჭვანაში. ამასთანავე შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივი ნატურალური ხილის თაფლი,შეიაროთ ფანდურების სახელოსნოში,სადაც ინსტრუმენტის შეძენის გარდა მასტერკლასებსაც დაესწრებით.  ფოლკლორითა და მუსიკალური ტრადიციებით გამორჩეული ადგილი ულამაზეს გარემოსა და შთამბეჭდავ ემოციებს გპირდებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g