LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ ახლა კარგი მეგობრები ვართ“ – დათუნა სირბილაძე პირველ მეუღლესთან განშორების და შვილებთან ურთიერთობის შესახებ

8056
ფორტუნა (9)

მომღერალმა დათუნა სირბილაძემ გადაცემაში „სთორი“, მის ყოფილ ოჯახზე ისაუბრა.

მისი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდის გახსენებისას, დათუნა სირბილაძე ამბობს.

„ყველაზე რთული ეპიზოდი ჩემ ცხოვრებაში ალბათ ის იყო, როცა მაკოს გავშორდი, შვილებზე მეფიქრებოდა. ბავშვებს რა ეშველებათ-მეთქი ვამბობდი და თან პატარაც ვიყავი ასაკით. ეს საკმაოდ დიდი ხნის წინ მოხდა.

იყო ბრძოლაც, რომ შენარჩუნებულიყო და იყო განცდებიც..  მაკოს ძალიან დიდ პატივს ვცემ, ძალიან მაგარი შვილები გაზარდა. კარგი ადამიანია დიდ პატივს ვცემ მასაც და მის ოჯახსაც. ჩვენ ახლა კარგი მეგობრები ვართ. ცხოვრებაში არაფერს ვნანობ, იმიტომ რომ ჩემ შვილებს ასეთი კარგი დედა ჰყავთ. ბავშვების ნახვის არანაირი პრობლემა არ მაქვს, მაგრამ მათთან ერთად რომ არ იღვიძებ და მათთან ერთად არ ცხოვრობ, მაინც სულ გენატრება“. – ამბობს დათუნა სირბილაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g