ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ დავით გარეჯის ტერიტორიაზე პატრულირებას იწყებს. გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან, სადაც საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარი გადის, დღეს სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ.
მათ სიმბოლურად დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის იმ მონაკვეთს, რომელზეც აზერბაიჯანული მხარე პრეტენზიას გამოთქვამს, ცოცხალი ჯაჭვი შემოავლეს.
“ჩვენ არ ვართ მზად, თუნდაც ერთი გოჯი ქართული მიწის დასათმობად,” – განაცხადა დავით ქაცარავამ და ხელისუფლებას მიმართა აღნიშნული მესიჯი მკაფიოდ გააჟღეროს მეზობელთან და სტრატეგიულ პარტნიორთან.
აღნიშნულ მონაკვეთზე როგორც ქართველი ისე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები აკონტროლებენ სიტუაციას.
დავით ქაცარავას ჰქონდა ინფორმაცია, რომ 5 მაისის შემდეგ აღდგომის ტაძართან მისასვლელ გზას აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დაკეტავდნენ.
შეგახსენებთ, სიტუაცია აპრილში, წინასააღდგომოდ დაიძაბა, რა დროსაც ქართველი მომლოცველები სადავო ტერიტორიაზე არსებულ ტაძართან და კელიებთან არ შეუშვეს.