ჩვენ არ ვტოვებთ მეგობრებს გასაჭირში – პოლონელი ექიმების ჯგუფმა დაიწყო პრეზიდენტ სააკაშვილის გამოკვლევა, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ- მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ „ტვიტერის“ გვერდზე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ დაწერა.
მისივე თქმით, პოლონელი ექიმები სააკაშვილს ყოვლისმომცველ სამედიცინო კვლევას უტარებენ.
„ჩვენ არ ვტოვებთ მეგობრებს გასაჭირში. ჩემი თხოვნით, პოლონელი ექიმების ჯგუფმა დაიწყო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოვლისმომცველი სამედიცინო გამოკვლევა საქართველოში“,- განაცხადა მატეუშ მორავეცკიმ.
ცნობისთვის, პოლონელი ექიმების ჯგუფი კლინიკა „ვივა მედში“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსაკვლევად პირველად გუშინ შევიდა.
ალასანია სააკაშვილზე: „ხელი დავადე, არის კიდე ცოცხალი თუ არა-თქო.. რა წუთს რა მოხდება, არ ვიცი“