LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალასანია სააკაშვილზე: „ხელი დავადე, არის კიდე ცოცხალი თუ არა-თქო.. რა წუთს რა მოხდება, არ ვიცი“

252
Untitled design

„ადამიანი არის ცუდად, გუშინ ცუდად იყო, რა წუთს რა მოხდება“, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებს დღეს კლინიკა „ვივა მედთან“ შვილის მონახულების შემდეგ განუცხადა.

„გუშინ ვუყურებდი და ვფიქრობდი, ღმერთო ჩემო, რაღაცნაირად ისე გადაბრუნდა, ფერი აღარ ჰქონდა, გადმოტრიალდა ჩემკენ, ხელი დავადე, არის კიდე ცოცხალი თუ არა-თქო“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ალასანია ასევე გამოეხმაურა საქართველოში პოლონელი ექიმების ჩამოსვლას, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად, კლინიკაში შევიდნენ:

„კიდევ კარგი რომ ჩამოვიდნენ, შევიდნენ [მოსანახულებლად], მაგრამ ვიცი, რომ მათთვის ნებართვების გაცემა ძალიან გართულდა“,  თქვა გიული ალასანიამ.

ცნობისათვის, საქართველოში ევროკავშირის მისიის ექიმები იმყოფებიან. დღეს 5 პოლონელი ექიმი მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკაში შევიდა.

„შოკში ჩააგდო მისმა დანახვამ მსოფლიო“ – გიული ალასანია სააკაშვილზე 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g