სკანდალური წყვილის, კანიე უესტისა და ბიანკა სენსორის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
წყარომ გამოცემა The Post-ს განუცხადა, რომ უესტი აწ უკვე ექს-მეუღლის შესახებ ფილმის გადაღებას გეგმავს.
„ეს იქნება საოცრად მოდური ფილმი, რომელიც ჩვენ ბიანკა სენსორის კანიეს თვალით დაგვანახებს. ეს იქნება სიმშვიდისა და ქაოსის ნაზავი. ყველაფერი ორიენტირებული იქნება ბიანკაზე, ის ვარსკვლავია“, – აცხადებს წყარო.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ კანიე და ბიანკა ერთმანეთს დაშორდნენ. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
„გონს მოეგო და მიატოვა“ – კანიე უესტი და ბიანკა სენსორი ერთმანეთს დაშორდნენ
რამდენ მილიონ დოლარს მიიღებს ბიანკა სენსორი განქორწინების შემდეგ კანიე უესტისგან
