სომხური წარმოშობის ჟურნალისტმა და კრემლის მთავარმა პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა 9 მაისს უამრავი სტატუსი შემოგვთავაზა. ეს იყო ისტორიები მის ოჯახზე, სომხურად შესრულებული პატრიოტული სიმღერები, პუტინის ქება-დიდება და სხვა მრავალი.
დღეს კი მარგარიტა სიმონიანი ისევ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე გადმოერთო და ამჯერად რუსი ჯარისკაცებს მიმართა. მან უკრაინა საკუთარ მიწად მოიხსენია: „ახლა კი მეასედ მინდა გავიმეორო, ჩვენ ბიჭებს გაუმარჯოს, რომლებიც ახლა იქ იბრძვიან, ჩვენს მიწაზე“ – წერს სიმონიანი.
„მაინც მოგერევით ყველას, კბილებით გავგლეჯთ მსოფლიოს“ – ვლადიმერ სოლოვიოვი დასავლეთს ემუქრება
„როგორ ბედავთ დედა რუსეთზე ცუდის თქმას?! იცოდეთ, გაგაშიშვლებთ ყველას“ – მარგარიტა სიმონიანი