LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორ ბედავთ დედა რუსეთზე ცუდის თქმას?! იცოდეთ, გაგაშიშვლებთ ყველას“ – მარგარიტა სიმონიანი

11838
simoniani

რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტი მარგარიტა სიმონიანი რუსეთიდან წასულ ჟურნალისტებზე, არტისტებზე, მუსიკოსებზე საუბრისას, მათ პირად შეურაცხყოფაზე გადადის. სიმონიანის თქმით, ყველა მათგანი ქვეყნის მოღალატეა:

„როგორ ბედავენ ეს ადამიანები, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ გეოპოლიტიკაზე, სამხედრო ოპერაციაზე, ისაუბრონ ჩემი სამშობლოს სახელით? თქვენ იცით, რა არის სამშობლო? როგორ ბედავთ დედა რუსეთზე ცუდის თქმას?! იცოდეთ, გაგაშიშვლებთ ყველას! მოგაწვებათ ეს ე.წ. ემოცია? მეც მომაწვება და ყველაფერს ვიტყვი, რაც ენაზე მომადგება. ახლა თურმე, ყველა პატრიოტია, ვინც ქვეყნიდან გარბის, არ გამოვა ასე“ –  ამბობს მარგარიტა სიმონიანი დიმიტრი სოლოვიოვის გადაცემაში.

„არ მაშინებს სიკვდილი ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი რუსეთისთვის“ –  მარგარიტა სიმონიანი

„მენატრება საბჭოთა კავშირი, პიონერის ყელსაბამი, მონური ერთგულება“ – თვალცრემლიანი მარგარიტა სიმონიანი

magti 5g