ჩვენ ბოროტებას აუცილებლად დავამარცხებთ და არ დავუშვებთ, რომ ძალადობრივი რეჟიმი საქართველოში დაბრუნდეს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ვახტანგ შაქარიშვილმა ჟურნალისტებს მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში განუცხადა.
მისივე თქმით, მმართველი პარტია აქტიურად აგრძელებს მუშაობას მეორე ტურის არჩევნებისთვის. შაქარიშვილის განმარტებით, “ქართული ოცნების” მთავარი ღირებულება საზოგადოებასთან ერთად მოპოვებული თავისუფლების დაცვაა.
„ქართული ოცნების” ხელისუფლებას ყველა ხელისუფლებისგან სწორედ ის გამოარჩევს, რომ ჩვენ ვუსმენთ ხალხს, ვუსმენთ მათ პრობლემებს, მოსაზრებებს და არასდროს მივდივართ საზოგადოების წინააღმდეგ. ეს „ქართული ოცნების” ხელისუფლებას არაერთხელ დაუდასტურებია. კამპანია გრძელდება, წინ მეორე ტურია. ბოროტებასა და ძალადობაზე პირველ ტურში გავიმარჯვებთ თუ მეორე ტურში, ჩვენ ბოროტებას აუცილებლად დავამარცხებთ და არ დავუშვებთ, რომ ეს ძალადობრივი რეჟიმი საქართველოში დაბრუნდეს. „ქართული ოცნების” ხელისუფლების უმთავრესი მონაპოვარი არის თავისუფლება, ჩვენი ვალდებულებაა საზოგადოების წინაშე მისი შენარჩეუნება.ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად ამას აუცილებლად დავიცავთ”,- განაცხადა შაქარიშვილმა.