ჯენიფერ ენისტონმა გამოცემა Vanity Fair-თან მიცემულ უახლეს ინტერვიუში გულახდილად გაიხსენა ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პერიოდი მის ცხოვრებაში, – ყოფილი მეუღლის, ბრედ პიტის, ღალატი და მისი რომანი ანჯელინა ჯოლისთან.
გარდა ამ თემისა, ჯენიფერმა გვინეტ პელტროუსთან მრავალწლიანი მეგობრობის შესახებ ისაუბრა, რომელიც წლების წინ აგრეთვე, პლანეტის ყველაზე სასურველი მამაკაცის საყვარელი ქალი გახლდათ.
„ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვართ და რა თქმა უნდა, ჩვენ კვლავ განვიხილავთ ბრედ პიტს, ჩვენ ხომ გოგოები ვართ. საინტერესოა, რომ მე მისი და ბრედის ნიშნობის წვეულებაზეც კი ვიყავი“, – აცხადებს ჯენიფერი.
არც გვინეტ პელტროუ იკავებს თავს და ბრედ პიტის შესახებ აქამდე უცნობ ფაქტებს იხსენებს ხოლმე.
„მე და ბრედს ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული ბავშვობა გვქონდა, რესტორანში რომ მივდიოდით და ჩვენთვის ხიზილალა მოჰქონდათ, ბრედისთვის იმის ახსნა მჭირდებოდა, თუ რა იყო ეს, ასევე განმემარტა, რომელი იყო ბელუგა და რომელი ხამანწკა“, – იხსენებს 52 წლის მსახიობი თავის მემუარებში.
ცნობისთვის, გვინეტ პელტროუ და ბრედ პიტი 1996 წელს დაინიშნნენ, თუმცა მათი ურთიერთობა მალევე,1997 წელს დასრულდა. ხოლო ჯენიფერ ენისტონი და ბრედ პიტი 2000 წლიდან 2005 წლამდე იყვნენ დაქორწინებულები. მათი განქორწინების მიზეზი პიტისა და ანჯელინა ჯოლის რომანი გახდა.


