LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ ჩვენი ვიბრძოლეთ, დათვებმა – მათი, 12 ნაკერი დაადეს ბავშვს“ – რას ჰყვება ქალი, რომელსაც თავს დათვები დაესხნენ

685
fot

შუახევის რაიონის სოფელ დაბაძველში ჭალაში წასულ ორ ქალსა და 6 წლის ბავშვს თავს ჯერ ბელები დაესხნენ, შემდეგ კი მათი დედა.

დათვის დატორილ ბავშვს მედიკოსებმა 12 ნაკერი დაადეს. ქალებს კი, რომლებსაც დათვებთან ბრძოლა მოუწიათ, სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ.

„გზაზე ორი ქალი ვიყავით და ერთი ბავშვი, რომელიც ხელში მყავდა, მაგრამ მაინც ჩამოჰკრა ტორი და მეც გამათრია ბავშვთან ერთად.
ბავშვს ყურთან მიაყენა დაზიანებები.

12 ნაკერი დაადეს ბავშვს, მაგრამ ახლა კარგად არის, როგორც ექიმმა გვითხრა. მეც დავზიანდი, ისე მათრია, რომ ძალა აღარ მაქვს, ხვალ მეც უნდა მივიდე ექიმთან.

ჩვენ ჩვენი ვიბრძოლეთ, დათვებმა – მათი. ვიგერიებდით ჯოხით და მერე ბელები რომ მივიდნენ მასთან, დათვიც ადგა და წავიდა ტყისკენ. ასე გადავრჩით…

სადაც ფეხს გადაადგამ, ყველგან არიან. გორავენ და ყვირიან. იმ ჭალაშიც თხილი გვაქვს დარგული და თხილზე იყო მოსული.

ჩვენ პირუტყვი გავდენეთ იმ დღეს და ერთმანეთს შევეფეთეთ. ჩვენ რომ დავეგლიჯეთ, არაფერია და დათვი რომ მოვკლათ, ჯარიმაა.

კანონი საქართველოში გავრცელებულ მურა დათვს იცავს, რადგან აღნიშნული ჯიში წითელ წიგნშია შეტანილი.

როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა, არ ვიცი.

ტყეში თუ წახვალ და „ბომბაჩკები“ რომ არის პატარა, იმას თუ გაიქნევ და დააფრთხობ დათვს, ეს არის, სხვა გამოსავალი არ გვაქვს“, – ამბობს ვერიკო ზოიძე „ბათუმელებთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g