Associated Press-ის ინფორმაციით, Turkish Airlines-ი, 13 წლიანი პაუზის შემდეგ, სირიის დედაქალაქის მიმართულებით ფრენებს აღადგენს.
საინფორმაციო სააგენტო თურქული ავიაკომპანიის გენერალური დირექტორის სოციალურ ქსელში „X“ გამოქვეყნებულ პოსტს ეყრდნობა.
„ჩვენ დამასკოში ვბრუნდებით“ – წერს ბილალ ეკში და დასძენს, რომ თურქეთის ავიახაზები დამასკოს მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით იფრენს. პირველი რეისი 23 იანვარს შესრულდება.