„ჩვენ დასავლეთის ამ ღორობას უკვე მივეჩვიეთ“, – ასე აფასებს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დასავლეთის მიერ რუსეთისთვის და ბელარუსისთვის სანქციების დაწესებას. ლუკაშენკო სანქციებს არალეგიტიმურს და უკანონოს უწოდებს, რომელიც ყველა საერთაშორისო შეთანხმებას არღვევს.
„არაერთხელ განვაცხადე, რომ რუსეთის ფედერაციაც და ჩვენ მით უმეტეს ყოველთვის სანქციების ქვეშ ვართ. დღეს ისინი ბევრად მასშტაბურია, თუმცა ჩვენ დასავლეთის ამ ღორობას უკვე მივეჩვიეთ. ეს ყველაფერი არალეგიტიმური, უკანონოა და არღვევს ყველა საერთაშორისო შეთანხმებას”, – განაცხადა ლუკაშენკომ.