LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ დავიცავთ ნატო-ს ტერიტორიების თითოეულ სანტიმეტრს” – ჯო ბაიდენი

142
ჯო ბაიდენი

ჩვენ დავიცავთ ნატო-ს ტერიტორიების თითოეულ სანტიმეტრს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პოლონეთში, “ბუქარესტის ცხრიანის” ლიდერებთან შეხვედრაზე განაცხადა..

„წლების წინ, როდესაც ნატო-ს ვაფართოვებდით, მე ამერიკის სენატში ვიყავი ერთ-ერთი, ვინც ყველაზე მეტად ემხრობოდა ნატო-ში ბევრი თქვენგანის გაწევრიანებას. როგორც ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგი, თქვენ ჩვენი კოლექტიური თავდაცვის მოწინავე ხაზზე ხართ და ყველაზე კარგად იცით, რა დევს სასწორზე ამ კონფლიქტში – არა მხოლოდ უკრაინა, არამედ თითქმის მთელი ევროპის თავისუფლება და დემოკრატია.

მე არაერთხელ ვთქვი და გავიმეორებ, რომ ამერიკის ვალდებულებები ნატო-ს მიმართ უცვლელია, ალიანსის მეხუთე მუხლი არის წმინდა ვალდებულება. ჩვენ დავიცავთ ნატო-ს ტერიტორიების თითოეულ სანტიმეტრს”, – განაცხადა ბაიდენმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g