LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ ერთად მოვკალით… – შაქარაშვილის ტრაგედიას მარინა ყიფიანმა ლექსი მიუძღვნა

518
giorgi-2

ემიგრანტი პოეტი მარინა ყიფიანი – მაისურაძე, გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ტრაგედიაზე ლექსს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

ლექსს სახელწოდებით ვინ მოკლა შაქარა?“ გარდაცვლილის და ანი შაქარაშვილიც აზიარებს.

 

ვინ მოკლა “შაქარა?”… მოვკალით და მერე დავდუმდით ყველანი,

სირცხვილით თავიც კი არავინ დახარა,

ლექსების წერისგან დავაშრეთ მელანი

და ურცხვად ვკითხულობთ:”ვინ მოკლა შაქარა”.

მე მოვკალ, შენ მოკალ, ჩვენ ერთად მოვკალით,

ერთად დავუბნელეთ თვალებში სინათლე,

დღეს, უნდა ვხარობდეთ შაქარას მომავლით,

ვდუმვართ და არავინ არ ვამბობთ სიმართლეს.

საბრალო მშობლები შემოსეს შავებში,

საფლავზე უჩუმრად სანთლები იწვიან,

სიცოცხლე მოუსპეს ვაჟკაც ბიჭს წამებში,

დადუმდნენ, არადა სიმართლე იციან.

განა რა იცოცხლა, ცხრამეტი ზაფხული,

ბავშვი-ანგელოზი, მზის სხივის სადარი,

უფალთან წავიდა სიცოცხლის ნატრული

ღმერთო! სამართალი მითხარი, სად არის.

ვინ მოკლა შაქარა? ამ კითხვის პასუხი,

ძილშიც არ მასვენებს, დღე და ღამ მაწამებს,

დედა შეიბრალეთ, თვალთცრემლებნადუღი,

შვილს გლოვობს არაკაც ხელისგან ნაწამებს.

წაგვიხდა თაობა, ერთმანეთს წიხლავენ,

წამებით სულს ხდიან, უღმერთოდ სცოდავენ,

ხმას თუ არ გავიღებთ, ხვალ მე მომიკლავენ,

საჯიშე ვაჟკაცებს ზეგ შენსას მოკლავენ.

მოვკალით და მერე დავდუმდით ყველანი,

სირცხვილით თავიც კი არავინ დახარა,

ლექსების წერისგან დავაშრეთ მელანი

და ურცხვად ვკითხულობთ:”ვინ მოკლა შაქარა”.

 

მარინა ყიფიანი

17.07.2020

https://www.facebook.com/marina.maisuradze.507

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g