LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ გავფრინდებით, თუ ერთად ვიქნებით“- „რეზო და ბავშვების“ სოლოკონცერტი ფილარმონიაში 15 მაისს გაიმართება

157
რეზო

მუსიკალური საღამო სახელწოდებით „ჩვენ გავფრინდებით, თუ ერთად ვიქნებით” ჯგუფ „რეზო და ბავშვების” საეტაპო კონცერტია, რომელიც 15 მაისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

ჯგუფი პირველად, არსებობის ისტორიაში, აკადემიურ სივრცეში საავტორო კონცერტით წარდგება მსმენელის წინაშე. კონცერტზე გაიჟღერებს, როგორც მუსიკალური კოლექტივის ძველი და კარგად ნაცნობი ჰიტები, ასევე მსმენელისთვის სრულიად უცნობი სიმღერები, რომლებიც მართალია წლების წინ შეიქმნა, მაგრამ ფართო საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი იყო.

კონცერტზე ასევე იხილავთ ანსამბლი „ერისიონის“ ქორეოგრაფიულ პერფორმანსს და სხვა ცნობილ მუსიკოსებს.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ლინკზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g