LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ გავიმარჯვეთ! საქართველომ რუსეთს დავა მოუგო! – თეა წულუკიანი

205
საქართველო რუსეთი

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჯაროვებს.

„ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო! გილოცავთ ყველას დიდ გამარჯვებას! საქართველომ რუსეთს დავა მოუგო! სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ჩვენთვის ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ ზეპირ სხდომაზე გამოაცხადა! ასეთი დოკუმენტი საქართველოს აქამდე არასოდეს ჰქონია, რადგან ის სამართლებრივი დოკუმენტია და სამართლებრივად უპირისპირდება საქართველოს განუყოფელი ნაწილების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ ყოველგვარ აღიარებასა და თვითაღიარებას. ეს ის სამართლებრივი დოკუმენტია, რომელიც საქართველოს სამართლებრივი და პოლიტიკური პოზიციების რეალური გაძლიერების საშუალებას მისცემს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის გზაზე“, – წერს წულუკიანი.

საქართველო რუსეთს ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევაში ადანაშაულებდა, მათ შორის რუსეთს ბრალი ედება სიცოცხლის უფლების მოსპობაში, წამებაში, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობაში.

საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, საქართველომ მყარი პოზიციები და მტკიცებულებები წარადგინა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჯამში 33 მოწმეს მოუსმინა.

საქართველო ევროპული სასამართლოს განაჩენს 12 წელი ელოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები