საზოგადოებისთვის რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ 11-წლიანი ისტორიის მქონე პროექტმა და ყველასთვის საყვარელმა სერიალმა “ჩემი ცოლის დაქალები” არსებობის გასაგრძელებლად შესაბამისი ფინანსური რესურსები უნდა მოძებნოს. ამის შესახებ ისაუბრა სერიალის პროდიუსერმა.
როგორც სერიალის შემქმნელები ამბობენ, ფინანსების მოძიება დამოკიდებულია მრავალ ობიექტურ ფაქტორზე, რომელზედაც გადაცემის გუნდი გავლენას ვერ ახდენს.
“ჩემი ცოლის დაქალების” მორიგი სეზონის დასრულების შემდეგ, გაგრძელდება თუ არა სერიალი, ჯერ უცნობია.
ამ ფონზე, თაყვანისმცემლებს “ჩცდ” – ს მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე უზიარებს ფოტოს, რომელიც სერიალის ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღების მომენტს ასახავს.
“ჩვენ გვიყვარს ჩვენი მაყურებელი!❤️, – წერს ნინო გაჩეჩილაძე და სავარაუდოდ, ამ ფორმით მადლობას უხდის სერიალის გულშემატკივრებს.
პოსტს არაერთი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.
„ჩვენც ძალიან გვიყვარხართ და გელოდებით“„ვერ წარმომიდგენია რომ ოდესღაც შეიძლება დამთავრდეს სერიალი“
„თქვენ მაყურებელს უყვარხართ თქვენ“
„როგორ უხდება სოსოს გაღიმება თურმე“
„მაყურებელსაც უყვარხართ“,- წერენ ინტერნეტმომხამრებლები.
ერთ-ერთი მათგანი დაინტერესდა ნიშნავს თუ არა ეს ფოტო, რომ სერიალი გრძელდება, რასაც ნინო გაჩეჩილაძემ ასე უპასუხა: – “ეგ სადმე წერია?))”.