LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ცოლის დაქალების“ პროდიუსერი: „კონკრეტული ფინანსური პრობლემების წინაშე ვართ… ახლა უფრო მძიმედ არის საქმე…“

484
ჩცდ

„ჩემი ცოლის დაქალების“ პროდიუსერი, ირაკლი საღინაძე „ფორმულასთან“ საუბრისას სერიალის პრობლემებზე საუბრობს და აღნიშნავს:

„მიზეზები არ ილევა, რომ გაგრძელდეს. არც მოტივაცია დაგვიკარგავს და არც საზოგადოებას მოუცია მიზეზი, რომა რ დავფიქრდეთ, თუმცა სურვილი მიბმულია კონკრეტულ შესაძლებლობებთან. დღეს ქართული კრიტიკული მედიისთვის რთული პერიოდია, კონკრეტული პარამეტრების მიხედვით გვაქვს პრობლემები – სარეკლამო ბაზარზე არის შემოსავლების მკვეთრი შემცირება. ახლა მიაღწია კულმინაციურ ფაზას. პრობლემა არის დაფინანსება.

ეს არის ძალიან ძვირიანი პროექტი, მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობთ, მინიმალური დანახარჯებით ვაკეთოთ და აქ დიდი სიყვარულია ჩადებული საქმისა და სიყვარულის მიმართ. დღეს ვართ კონკრეტული ფინანსური პრობლემების წინაშე. გაჩნდა გვერდები, მოდი, დავეხმაროთ „ჩცდ“-ს. მაყურებლის გარეშე „ჩცდ“ იარსებებს იმდენად, რამდენადაც ექნება რეიტინგი. ჩვენ მაყურებელს ფულს არ გამოვართმევთ. მსგავსი ჭორები და საუბრები ყველა სეზონის დასრულებისას იყო, ახლა უფრო მძიმედ არის საქმე, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g