LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ გვსურს მოვიძიოთ ახალი ადამიანები და ამაში საქილიკო არაფერია – თამარ ჩუგოშვილი

81
chugoshvili5

პარტია “ქართულ ოცნებას” სურვილი აქვს, მოიძიოს ახალი ადამიანები სხვადასხვა სტრუქტურებში, სხვადასხვა დონის მმართველობის გასაძლიერებლად. ეს პროცესი მიდის და ამაში საქილიკო არაფერია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა.

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, საქართველოში მოქმედ პარტიებს რომ ჰქონდეთ მისწაფება, ადამიანებს სისტემაში შესვლის გზები შესთავაზონ, პარტიები ნაკლებად ჩაკეტილი იქნებოდა.

“ეს არის პროცესი, რომელზეც იყო საუბარი პარტიის თავამჯდომარის და პარტიის სხვა წევრების მხრიდან. არის ახალი ადამიანური რესურსის მოძიების სურვილი და ინტერესი. ამ ადამიანების მოძიება ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე, ასევე სხვა დონეზე. ამიტომ არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის,”- განუცხადა ჟურნალისტებს თამარ ჩუგოშვილმა.

განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემაც გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ პარტიაში ნიჭიერი ადამიანების მოზიდვის პროცესი მიმდინარეობს, თუმცა, მან არ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ამისთვის უცხოური კომპანია დაიქირავეს.

“სოზარ სუბარი თუ უცხოური კომპანია გახდა, მე ამას ვერ დაგიდასტურებთ,” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g