“ჩვენი ეკონომიკის მდგომარეობა არის კარგი, ექსპორტი იზრდება,”- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა. მისივე თქმით, ეს აისახება ლარის კურსზე და ეროვნული ვალუტა სტაბილური გახდება წლის ბოლოს.
“ვფიქრობ, რომ ეკონომიკა უფრო გაძლიერდება. ჩვენ კომფორტულად ვგრძნობთ თავს ამასთან დაკავშირებით. ჩვენი ეროვნული ბანკის სტრატეგია არის საღი და მართებული. ზოგადად საახალწლოდ ლარის კურსის ტენდენცია არის მიმართული უფრო გაძლიერებისკენ, რადგან ჩვენ საახალწლოდ გვაქვს ტურისტების დიდი მოზიდულობა, იქნება ტურისტული სეზონები და აქცენტია მიმართული ლარის გაძვიერებისკენ. ექსპორტის ციფრები უფრო მაღალია ვიდრე იმპორტის. არის მოსალოდნელი ლარის გამყარება,”- განაცხადა გიორგი ქობულიამ.
