LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ მივაღწევთ გარღვევას რამდენიმე დღეში” – რუსეთისთვის ემბარგო მზადდება

87
LONDON, ENGLAND - MARCH 01: Ukrainians and other demonstrators gather at Trafalgar Square for a protest in support of Ukraine on March 01, 2022 in London, England. Londoners stand with the Ukrainian people on the sixth day of the Russian invasion of their homeland. (Photo by Rob Pinney/Getty Images)

„ჩვენ მივაღწევთ გარღვევას რამდენიმე დღეში”, – ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, ევროკავშირი ახლოს არის რუსეთის ნავთობის იმპორტზე ემბარგოს დაწესებაზე შეთანხმების მიღწევასთან.

ამასთან, რობერტ ჰაბეკის განმარტებით, ემბარგოს დაწესება რუსეთს მაშინვე არ დააზარალებს, ვინაიდან ნავთობის მზარდი ფასები რუსეთს საშუალებას აძლევს, მიიღოს მეტი შემოსავალი ნაკლები მოცულობის გაყიდვითაც.

ცნობისათვის, რუსეთი ევროკავშირს ბუნებრივი აირის 40%-ს და იმპორტირებული ნავთობის 27%-ს აწვდის, რისთვისაც ევროკავშირი ქვეყანას წელიწადში დაახლოებით 400 მილიარდ ევროს უხდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები