LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენს მოძრაობაში დგანან არაპარტიული პროფესიონალი ადამიანები, რომლებმაც იციან საკუთარი საქმე და შეუძლიათ საქმის კეთება სახელმწიფო დონეზე“ – ლევან ცუცქირიძემ ახალი პოლიტიკური მოძრაობა წარადგინა

170
ლევან ცუცქირიძე თავისუფლების მოედანი

„ჩვენ პლატფორმაში ნახავთ ადამიანებს, რომლებიც ჩამოყალიბებული, შემდგარი, პროფესიონალები არიან. ისინი ამბობენ, რომ ახლა არის დრო, როდესაც ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად საქართველოს მომავლისთვის“ – ამის შესახებ ახლად დაფუძნებული პოლიტიკური მოძრაობის – „თავისუფლების მოედანი“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EEMCD) ხელმძღვანელმა, ლევან ცუცქირიძემ განაცხადა.

როგორც ცუცქირიძემ განმარტა, „თავისუფლების მოედანი“ შედგება არაპარტიული პროფესიონალი ადამიანებისგან, რომლებმაც საკუთარი საქმე სახელმწიფო დონეზე იციან.

„ეს პლატფორმა არის ღია, არის ყველასთვის, ვინც იზიარებს ჩვენი მანიფესტის ფასეულობებს, ვინც თვლის, რომ ახლა არის მომენტი, როდესაც საჭიროა ერთად ბრძოლა – საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობის და ევროპული პერსპექტივის გადასარჩენად. ჩვენ პლატფორმაში ნახავთ ადამიანებს, რომლებიც ჩამოყალიბებული, შემდგარი, პროფესიონალები არიან. ისინი ამბობენ, რომ ახლა არის დრო, როდესაც ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად საქართველოს მომავლისთვის. ჩვენი პლატფორმა არავისთვის არ არის დაკეტილი. ჩვენ მოძრაობაში დგანან არაპარტიული პროფესიონალი ადამიანები, რომლებმაც იციან საკუთარი საქმე და შეუძლიათ საქმის კეთება სახელმწიფო დონეზე“ – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

ცნობისთვის, პოლიტიკური მოძრაობა – „თავისუფლების მოედანი“ დაფუძნდა. ახალი პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია რიყის პარკში გაიმართა, სადაც საზოგადოებას პლატფორმის ხედვები, მიზნები და წევრები გააცნეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g